შესავალი
განვიხილოთ ორი ხდომილება, $ A და B $. დავუშვათ, ჩვენ გვაინტერესებს $ A $-ს ალბათობის დადგენა, თუ $ B $ უკვე განხორციელდა. ამგვარი საკითხის განხილვა ხდება პირობითი ალბათობის ცნების შემოღებით. ამ ცნების შემოღებას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ხშირად რაიმე ხდომილების განხორციელების ალბათობა დამოკიდებულია იმაზე, განხორციელდა თუ არა სხვა ხდომილებები. მაგალითად, მწარმოებელი, რომელიც გეგმავს ახალი პროდუქტის შეტანას ბაზარზე, აწარმოებს ამ პროდუქტის სატესტო გაყიდვებს რამდენიმე შერჩეულ მაღაზიაში. მწარმოებელი უფრო დარწმუნებული იქნება პროდუქტის წარმატებაში ფართო ბაზარზე, თუ პროდუქტი კარგად იქნება მიღებული ზემოხსენებულ მაღაზიებში. ამგვარად, კომპანიის შეფასება გაყიდვებთან დაკავშირებით განპირობებულია სატესტო გაყიდვების შედეგებით.