2.5. რომელი ფუნქციები გამოიყენება მონაცემთა მარტივი მახასიათებლების გამოსათვლელად Google Sheets-ში?

საშუალო არითმეტიკულის გამოსათვლელად Google Sheets გვთავაზობს AVERAGE ფუნქციას. დავუშვათ, მონაცემები მოცემულია A2:A11 უჯრებში:

A13 უჯრაში ჩავწეროთ ფუნქციის სახელწოდება, გავსხნათ ფრჩხილი და მოვნიშნოთ ის უჯრები, რომელთა გასაშუალოებაც გვსურს. დავხუროთ ფრჩხილი და Enter კლავიშზე დაჭერით გამოჩნდება შედეგი:

მედიანის გამოსათვლელად გამოიყენება MEDIAN ფუნქცია:

მოდა ითვლება რამდენიმე ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული ფუნქციით. MODE და MODE.SNGL ფუნქცია მონიშნულ უჯრებში პოულობს მხოლოდ ერთ მოდას მაშინაც კი, როცა მოდა რამდენიმეა, ხოლო MODE.MULT კი ყველა არსებულ მოდას ჩამოწერს ვერტიკალურად უჯრებში:

პირველი კვარტალისა და მესამე კვარტილის გამოსათვლელად გამოიყენება ერთი და იგივე ფუნქცია QUARTILE.EXC. აღნიშნულ ფუნქციას უნდა მივუთითოთ მონაცემები (რომელისთვისაც ვითვლით კვარტილებს) და, ასევე, მძიმით გამოყოფილი კვარტილის ნომერი (1 ან 3):

კვარტილური დიაპაზონი შეგვიძლია დავითვალოთ როგორც სხვაობა კვარტილების შემცველ უჯრებს შორის:

გაბნევის დიაპაზონი შეგვიძლია გამოვთვალოთ როგორც სხვაობა მინიმალურ მონაცემსა და მაქსიმალურ მონაცემს შორის, რისთვისაც დავიხმართ ფუნქციებს MAX და MIN: