8. დისკრეტული ალბათური განაწილებები

შესავალი

წინა თავში ზოგადად განვიხილეთ დისკრეტული შემთხვევითი ცვლადი და ვისაუბრეთ მის არსსა და მახასიათებლებზე. ამ თავში კი ისეთ ცვლადებს გავეცნობით, რომელთაც სპეციფიური ალბათური განაწილება გააჩნია. სპეციფიურობაში ვგულისხმობთ იმას, რომ ჩვენ ისეთ შემთხვევით ექსპერიმენტებს განვიხილავთ, რომელთა შედეგების ალბათობათა გამოთვლა წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და ფორმულებს ემორჩილება.