Google Sheets-ში მონაცემთა სიხშირული განაწილების აგება, ყველაზე მარტივად, შესაძლებელია FREQUENCY
ფუნქციის მეშვეობით. თუმცა მანამდე უნდა დავადგინოთ ინტერვალები.
დავუშვათ, მონაცემები მოცემულია A2:A20
უჯრებში:
ასევე, დავუშვათ, რომ სიხშირული განაწილების აგება გვსურს 4
ინტერვალისთვის. შევიტანოთ ეს ინფორმაცია D2
უჯრაში, ხოლო D3
უჯრაში კი ჩავწეროთ ფორმულა ინტერვალის სიგრძის გამოსათვლელად ROUNDUP, MAX, ROUNDDOWN
და MIN
ფუნქციების გამოყენებით. D4
უჯრაში კი გამოვიყენოთ ფუნქცია ROUNDUP
ინტერვალის სიგრძის ზედა მთელ რიცხვამდე დასამრგვალებლად:
ჩამოვწეროთ ინტერვალები:
F7
უჯრაში ჩავწეროთ FREQUENCY
ფუნქცია, რომლის პირველი არგუმენტი მონაცემები იქნება, ხოლო მეორე არგუმენტი კი ინტერვალთა ბოლო წერტილები:
Enter
კლავიშზე დაჭერისას ავტომატურად შეივსება F7
და F7
-ის ქვემოთ მდებარე უჯრები სიხშირეებით. F11
-ში გაჩენილი 0
-იანი მიუთითებს, რომ ბოლო ინტერვალს ზემოთ არცერთი მონაცემი აღარაა დარჩენილი (ანუ ინტერვალები სწორადაა აგებული):