1.2. რომელი ფუნქციები გამოიყენება სიხშირული განაწილებისთვის Google Sheets-ში?

Google Sheets-ში მონაცემთა სიხშირული განაწილების აგება, ყველაზე მარტივად, შესაძლებელია FREQUENCY ფუნქციის მეშვეობით. თუმცა მანამდე უნდა დავადგინოთ ინტერვალები.

დავუშვათ, მონაცემები მოცემულია A2:A20 უჯრებში:

ასევე, დავუშვათ, რომ სიხშირული განაწილების აგება გვსურს 4 ინტერვალისთვის. შევიტანოთ ეს ინფორმაცია D2 უჯრაში, ხოლო D3 უჯრაში კი ჩავწეროთ ფორმულა ინტერვალის სიგრძის გამოსათვლელად ROUNDUP, MAX, ROUNDDOWN და MIN ფუნქციების გამოყენებით. D4 უჯრაში კი გამოვიყენოთ ფუნქცია ROUNDUP ინტერვალის სიგრძის ზედა მთელ რიცხვამდე დასამრგვალებლად:

ჩამოვწეროთ ინტერვალები:

F7 უჯრაში ჩავწეროთ FREQUENCY ფუნქცია, რომლის პირველი არგუმენტი მონაცემები იქნება, ხოლო მეორე არგუმენტი კი ინტერვალთა ბოლო წერტილები:

Enter კლავიშზე დაჭერისას ავტომატურად შეივსება F7 და F7-ის ქვემოთ მდებარე უჯრები სიხშირეებით. F11-ში გაჩენილი 0-იანი მიუთითებს, რომ ბოლო ინტერვალს ზემოთ არცერთი მონაცემი აღარაა დარჩენილი (ანუ ინტერვალები სწორადაა აგებული):