დაკვირვება
ინგლ. observation
ასოცირების შედეგი
(ინგლ. consequent): ასოცირების წესის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება წინაპირობის ჭეშმარიტობის შემთხვევაში დამდგარ ფაქტს.
ასოცირების წინაპირობა
(ინგლ. antecedent): ის კრიტერიუმი ასოცირების წესში, რომელზე დაყრდნობითაც დგება შედეგი მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში (ტრანზაქციაში, შენაძენში).
სამომხმარებლო კალათის ანალიზი
(ინგლ. market basket analysis): მოიცავს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციათა შესწავლასა და დამუშავებას შეძენილი პროდუქტების მიხედვით.
ასოცირების ეფექტიანობა
(ინგლ. lift ratio): სიდიდე, რომელიც აფასებს რამდენად გამოსადეგია ასოცირების წესი ასოცირების შედეგის წინასწარმეტყველებისთვის მოცემულ წინაპირობაზე დაყრდნობით.
ასოცირების დასაჯერობა
(ინგლ. association confidence): სიდიდე, რომლითაც ფასდება რამდენად მოსალოდნელია ასოცირების წესით მოცემული წინაპირობის შემთხვევაში მოცემული შედეგის დადგომა.
მხარდამჭერი რაოდენობა
ინგლ. support count
ასოცირების წესები
(ინგლ. association rules): წესები, რომლებიც ეფუძნება პირობით განცხადებებს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან მიმართებაში. ისინი ალბათური ტიპის სტრუქტურის მქონეა და აღწერს წინაპირობასა და შედეგს შორის კავშირს.
5.2. სტატისტიკური დამოუკიდებლობა
სტატისტიკური დამოუკიდებლობა წარმოადგენს კერძო შემთხვევას, რომლისთვის $ A $ ხდომილების პირობითი ალბათობა, $ B $ ხდომილების პირობით, $ A $-ს უპირობო ალბათობის ტოლია, ანუ $$ P(A|B) = P(A). $$ აღნიშნულს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც რაიმე ხდომილების განხორციელების ალბათობა საერთოდ არ არის დამოკიდებული სხვა ხდომილების განხორციელებაზე. ამგვარი ხდომილებების მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ: ვთქვათ, მოცემულია $ A $ […]
5.1. პირობითი ალბათობის ფორმულა
ვთქვათ, მოცემულია $ A $ და $ B $ ხდომილება. $ A $ ხდომილების პირობითი ალბათობა, $ B $ ხდომილების განხორციელების პირობით, აღინიშნება სიმბოლოთი $ P(A | B) $ და გამოითვლება ფორმულით $$ P(A │B)= \frac{P(A \cap B)}{P(B)}, $$სადაც $ P(B)>0. $ მაგალითი. სწრაფი კვების მომხმარებელთა $ 75\% $ სოუსად ირჩევს კეტჩუპს, $ 80\% $ […]