დაკვირვება ექსპერიმენტის ან ცდის შედეგია, რომელიც აღწერს რაიმე ობიექტის ან მოვლენის ნიშან-თვისებას.
დაკვირვება შედგება ერთი ან რამდენიმე კომპონენტისგან (ცვლადისგან), რომელთაგან თითოეულზე მოპოვებულია მონაცემი. მაგალითად, მომხმარებელთა გამოკითხვის დროს მოიპოვება ხოლმე ინფორმაცია სქესზე, ასაკზე, შემოსავალზე, ავტომობილის ფლობაზე და ა.შ. თითოეულ მომხმარებელზე მოგროვებული მონაცემთა ერთობლიობა იძლევა დაკვირვებას.