ინგლ. support count
მხარდამჭერი რაოდენობა გამოიყენება მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ანალიზისას, სხვა და სხვა პროდუქტის ან პროდუქტთა ჯგუფის შეძენის სიხშირის დასათვლელად.
მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში “შაქრის” პროდუქტის მხარდამჭერი რაოდენობაა 3, ხოლო “ფქვილი, ხილი”-ს პროდუქტთა ჯგუფის კი – 2.
შენაძენი | შემადგენლობა |
#1 | შოკოლადი, ფქვილი, შაქარი, ჰიგიენა |
#2 | ფქვილი, ხილი, ბოსტნეული, მარილი |
#3 | ფქვილი, ხილი, ალკოჰოლი, შაქარი, ტკბილეული |
#4 | ტკბილეული, ძეხვეული, შაქარი |
მხარდამჭერი რაოდენობა მონაწილეობს ასოცირების წესების დასაჯერობისა და ეფექტიანობის საზომების გამოთვლებში.