ინგლ. association rules
ასოცირების წესები ეფუძნება პირობით განცხადებებს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან მიმართებაში. ისინი ალბათური ტიპის სტრუქტურის მქონეა და აღწერს წინაპირობასა და შედეგს შორის კავშირს.
მაგალითად, ასოცირების წესი შეიძლება იყოს შემდეგი: “თუკი მომხმარებელი ყიდულობს შაქარს, ის ყიდულობს ფქვილსაც”. წინადადების პირველი ნაწილი წინაპირობაა, ხოლო მეორე ნაწილი – შედეგი.
იმის დასადგენად, თუ რამდენად ალბათურია ასოცირების წესი, განიმარტება დასაჯერობა. წესის ვარგისიანობა ფასდება ეფექტიანობის მაჩვენებლით.
ასოცირების წესები ხშირად იქმნება სამომხმარებლო კალათის ანალიზის ჩასატარებლად. ქვემოთ მოცემულ ცხრილში #1 და #3 ტრანზაქცია (კალათა) შეესაბამება ასოცირების წესს “თუკი მომხმარებელი ყიდულობს შაქარს, ის ყიდულობს ფქვილსაც”.
შენაძენი | კალათის შემადგენლობა |
#1 | შოკოლადი, ფქვილი, შაქარი, ჰიგიენა |
#2 | ფქვილი, ხილი, ბოსტნეული, მარილი |
#3 | ფქვილი, ხილი, ალკოჰოლი, შაქარი, ტკბილეული |
#4 | ტკბილეული, ძეხვეული, შაქარი |