ინგლ. lift ratio
ასოცირების ეფექტიანობა აფასებს რამდენად გამოსადეგია ასოცირების წესი ასოცირების შედეგის წინასწარმეტყველებისთვის მოცემულ წინაპირობაზე დაყრდნობით.
ეფექტიანობა გამოითვლება როგორც ასოცირების დასაჯერობის ფარდობა შედეგის უპირობო ალბათობასთან. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მხარდამჭერი რაოდენობისა და ტრანზაქციების სრული რაოდენობის ფარდობაა: $$ LR=\frac{AC}{N_A/N} $$ სადაც \( LR \) ეფექტიანობაა, \( AC \) – დასაჯერობა, \( N_A \) – მხარდამჭერი რაოდენობა, ხოლო \( N \) კი – ტრანზაქციების სრული რაოდენობა.
ასოცირების ეფექტიანობა გარკვეულწილად ანაზღაურებს დასაჯერობის ნაკლს: ეს უკანასკნელი იძლევა მცდარ წარმოდგენას ასოცირების წესის ვარგისიანობაზე იმ შემთხვევებში, როცა წინაპირობა ხშირად ფიქსირდება გაანალიზებულ ტრანზაქციებში. ეფექტიანობა კი ცალსახად გვიჩვენებს რამდენად უკეთესია ასოცირების წესით განსაზღვრული შედეგის წინასწარმეტყველების დონე წესის გარეშე არსებულ დონესთან შედარებით. ცხადია, თუკი \( LR>1 \), წესის უპირატესობა აშკარაა.