სამომხმარებლო კალათის ანალიზი
(ინგლ. market basket analysis): მოიცავს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციათა შესწავლასა და დამუშავებას შეძენილი პროდუქტების მიხედვით.
საშუალო ბმა
ინგლ. group average linkage
საშუალოებით დაჯგუფება
ინგლ. k-means clustering
სრული ბმა
(ინგლ. complete linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე შორს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).
სტატისტიკა
(ინგლ. statistics): არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მონაცემების შეგროვების, წარმოდგენის, ანალიზისა და ახსნის წესებს.
სტატისტიკური მაჩვენებელი
(ინგლ. statistic): შერჩევის რაიმე რიცხვითი მახასიათებელი. მაგალითად, შერჩევითი საშუალო.