ინგლ. antecedent
ასოცირების წინაპირობა ასოცირების წესში წარმოადგენს იმ კრიტერიუმს, რომელზე დაყრდნობითაც დგება შედეგი მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში (ტრანზაქციაში, შენაძენში).
მაგალითად, ასოცირების წესი შეიძლება იყოს შემდეგი: “თუკი მომხმარებელი ყიდულობს შაქარს, ის ყიდულობს ფქვილსაც”. წინადადების პირველი ნაწილი წინაპირობაა, ხოლო მეორე ნაწილი – შედეგი.