ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

სამომხმარებლო კალათის ანალიზი

ინგლ. market basket analysis

ანალიზი მოიცავს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციათა შესწავლასა და დამუშავებას შეძენილი პროდუქტების მიხედვით.

მაგალითად, სუპერმარკეტები ხშირად მიმართავენ აღნიშნულს, რათა დაადგინონ ყველაზე ხშირად რომელი ტიპის ორ პროდუქტს ყიდულობს ერთდროულად მომხმარებელი, რათა მომავალში შეიქმნას შეთავაზება ამ პროდუქტების დაჯგუფებით.