ცენტროიდული ბმა
ინგლ. centroid linkage
საშუალო ბმა
ინგლ. group average linkage
სრული ბმა
(ინგლ. complete linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე შორს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).
მხოლობითი ბმა
(ინგლ. single linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე ახლოს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).
იერარქიული დაჯგუფება
(ინგლ. hierarchical clustering): წარმოადგენს კლასტერული ანალიზის ერთ-ერთ მეთოდს. მისი მეშვეობით დაკვირვებები ეტაპობრივად ჯგუფდება კლასტერებში. დაჯგუფება იწყება ვიწრო კლასტერებში და გრძელდება მათი აგრეგირებით შედარებით ფართო კლასტერებში (იგივე “ქვემოდან-ზემოთ” მიდგომა).
ევკლიდური მანძილი
(ინგლ. euclidean distance): გამოიყენება რაოდენობრივ დაკვირვებათა შორის განსხვავებულობის (ან მსგავსების) გასაზომად. იგი გამოითვლება დაკვირვების კომპონენტებს შორის სხვაობათა კვადრატების ჯამიდან ფესვის ამოღებით.
კლასტერი
(ინგლ. cluster): იხ. კლასტერული ანალიზი.
კლასტერული ანალიზი
(ინგლ. cluster analysis): დაკვირვებათა დაჯგუფების პროცესი, რომლის მეშვეობითაც, მოგროვებულ მონაცემებსა და მათ შორის მსგავსების (ან განსხვავებულობის) წესზე დაყრდნობით, ჯგუფში ხვდება მსგავსი დაკვირვებები. ამ ჯგუფებს კლასტერები ეწოდება.