ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

იერარქიული დაჯგუფება

ინგლ. hierarchical clustering

იერარქიული დაჯგუფება წარმოადგენს კლასტერული ანალიზის ერთ-ერთ მეთოდს. მისი მეშვეობით დაკვირვებები ეტაპობრივად ჯგუფდება კლასტერებში. დაჯგუფება იწყება ვიწრო კლასტერებში და გრძელდება მათი აგრეგირებით შედარებით ფართო კლასტერებში (იგივე “ქვემოდან-ზემოთ” მიდგომა).

იერარქიული დაჯგუფებისას, დაკვირვებათა შორის მსგავსების დასადგენად, ხშირად გამოიყენება ევკლიდური მანძილი, თანხვედრის კოეფიციენტი და ჯაკარდის კოეფიციენტი.

იერარქიული დაჯგუფების მაგალითებია მხოლობითი და სრული ბმა, ცენტროიდული ბმა, საშუალო ბმა და უორდის მეთოდი.