საშუალო ბმა იერარქიული დაჯგუფების მეთოდია, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია მათ დაკვირვებებს შორის მანძილთა საშუალოზე. თუკი აღნიშნული მანძილი მცირეა, ვიდრე ამ კლასტერების ყველა სხვა კლასტერთან დაწყვილებით მიღებულ მანძილთა საშუალოები, მაშინ კლასტერები ერთიანდება.
მაგალითად, თუკი გასაერთიანებელი ორი კლასტერიდან პირველ მათგანში \( n=3 \) დაკვირვებაა, ხოლო მეორეში კი – \( m=5 \), მაშინ საშუალო მანძილი იქნება \( n \times m=3 \times 5=15 \) მანძილის არითმეტიკული საშუალო.
საშუალოს ალტერნატივაა გამოყენებულ იქნას მედიანა, რათა თავიდან ავიცილოთ ამოვარდნილი მნიშვნელობების უარყოფითი ზეგავლენა. ამ შემთხვევაში გამოყენებულ მეთოდს მედიანური ბმა ეწოდება.