ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

კლასტერული ანალიზი

ინგლ. cluster analysis

კლასტერული ანალიზი წარმოადგენს დაკვირვებათა დაჯგუფების პროცესს, რომლის მეშვეობითაც, მოგროვებულ მონაცემებსა და მათ შორის მსგავსების (ან განსხვავებულობის) წესზე დაყრდნობით, ჯგუფში ხვდება მსგავსი დაკვირვებები. ამ ჯგუფებს კლასტერები ეწოდება.

კლასტერული ანალიზის მეთოდებს შორის ხშირად გამოყენებადია იერარქიული დაჯგუფება და საშუალოებით დაჯგუფება.

კლასტერული ანალიზი ხშირად გამოიყენება მომხმარებლების დაჯგუფებისთვის სხვადასხვა ნიშან-თვისების მიხედვით. ამ პროცესს ბაზრის სეგმენტაცია ეწოდება.