ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

მხოლობითი ბმა

ინგლ. single linkage

მხოლობითი ბმა იერარქიული დაჯგუფების მეთოდია, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე ახლოს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).

მხოლობითი ბმისას შეირჩევა თითოეული კლასტერიდან დაკვირვებების ის წყვილი, რომელიც მსგავსების რაიმე საზომზე (მაგალითად, ევკლიდურ მანძილზე) დაყრდნობით ყველაზე ახლოს დგას ერთმანეთთან. შემდგომ, აღნიშნული მანძილი დარდება ამ კლასტერთა ყველა სხვა კლასტერთან დაწყვილებით მიღებულ ყველაზე ახლოს მდგარ დაკვირვებებს შორის მანძილებს. თუკი აღმოჩნდა, რომ ის უმცირესია, მაშინ კლასტერები ერთიანდება.