ინგლ. complete linkage
სრული ბმა იერარქიული დაჯგუფების მეთოდია, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე შორს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).
სრული ბმისას შეირჩევა თითოეული კლასტერიდან დაკვირვებების ის წყვილი, რომელიც მსგავსების რაიმე საზომზე (მაგალითად, ევკლიდურ მანძილზე) დაყრდნობით ყველაზე შორს დგას ერთმანეთისგან. შემდგომ, აღნიშნული მანძილი დარდება ამ კლასტერთა ყველა სხვა კლასტერთან დაწყვილებით მიღებულ ყველაზე შორს მდგარ დაკვირვებებს შორის მანძილებს. თუკი აღმოჩნდა, რომ ის უმცირესია, მაშინ კლასტერები ერთიანდება.