სრული ბმა

(ინგლ. complete linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე შორს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).

მხოლობითი ბმა

(ინგლ. single linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე ახლოს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).

იერარქიული დაჯგუფება

(ინგლ. hierarchical clustering): წარმოადგენს კლასტერული ანალიზის ერთ-ერთ მეთოდს. მისი მეშვეობით დაკვირვებები ეტაპობრივად ჯგუფდება კლასტერებში. დაჯგუფება იწყება ვიწრო კლასტერებში და გრძელდება მათი აგრეგირებით შედარებით ფართო კლასტერებში (იგივე “ქვემოდან-ზემოთ” მიდგომა).