უორდის მეთოდი იერარქიული დაჯგუფების მეთოდია, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია გაერთიანების შედეგად მიღებულ კლასტერში დაკვირვებათა საშუალო კვადრატულ მანძილზე ამ კლასტერის ცენტროიდიდან. თუკი აღნიშნული მანძილი მცირეა, ვიდრე გასაერთიანებელი კლასტერების ყველა სხვა კლასტერთან დაწყვილებით მიღებული ანალოგიური სიდიდე, მაშინ კლასტერები ერთიანდება.
მაგალითად, მოცემულია სამი კლასტერი: A, B და C. უორდის მეთოდით დაწყვილდება A და B კლასტერი მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუკი გაერთიანებული AB კლასტერის ცენტროიდიდან საკუთარ ყველა დაკვირვებამდე მანძილთა კვადრატების ჯამი უფრო მცირეა, ვიდრე AC და BC გაერთიანებულ კლასტერებში ცენტროიდებიდან საკუთარ დაკვირვებებამდე მანძილთა კვადრატების ჯამი.