ევკლიდური მანძილი

(ინგლ. euclidean distance): გამოიყენება რაოდენობრივ დაკვირვებათა შორის განსხვავებულობის (ან მსგავსების) გასაზომად. იგი გამოითვლება დაკვირვების კომპონენტებს შორის სხვაობათა კვადრატების ჯამიდან ფესვის ამოღებით.

კლასტერული ანალიზი

(ინგლ. cluster analysis): დაკვირვებათა დაჯგუფების პროცესი, რომლის მეშვეობითაც, მოგროვებულ მონაცემებსა და მათ შორის მსგავსების (ან განსხვავებულობის) წესზე დაყრდნობით, ჯგუფში ხვდება მსგავსი დაკვირვებები. ამ ჯგუფებს კლასტერები ეწოდება.

აბსოლუტური ცდომილება

(ინგლ. absolute error): სხვაობის აბსოლუტური სიდიდე დაკვირვებასა და რაიმე მოდელით შეფასებულ მნიშვნელობას შორის.