სრული ბმა

(ინგლ. complete linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე შორს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).

მხოლობითი ბმა

(ინგლ. single linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე ახლოს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).

იერარქიული დაჯგუფება

(ინგლ. hierarchical clustering): წარმოადგენს კლასტერული ანალიზის ერთ-ერთ მეთოდს. მისი მეშვეობით დაკვირვებები ეტაპობრივად ჯგუფდება კლასტერებში. დაჯგუფება იწყება ვიწრო კლასტერებში და გრძელდება მათი აგრეგირებით შედარებით ფართო კლასტერებში (იგივე “ქვემოდან-ზემოთ” მიდგომა).

ევკლიდური მანძილი

(ინგლ. euclidean distance): გამოიყენება რაოდენობრივ დაკვირვებათა შორის განსხვავებულობის (ან მსგავსების) გასაზომად. იგი გამოითვლება დაკვირვების კომპონენტებს შორის სხვაობათა კვადრატების ჯამიდან ფესვის ამოღებით.

კლასტერული ანალიზი

(ინგლ. cluster analysis): დაკვირვებათა დაჯგუფების პროცესი, რომლის მეშვეობითაც, მოგროვებულ მონაცემებსა და მათ შორის მსგავსების (ან განსხვავებულობის) წესზე დაყრდნობით, ჯგუფში ხვდება მსგავსი დაკვირვებები. ამ ჯგუფებს კლასტერები ეწოდება.

1.2. რომელი ფუნქციები გამოიყენება სიხშირული განაწილებისთვის Google Sheets-ში?

Google Sheets-ში მონაცემთა სიხშირული განაწილების აგება, ყველაზე მარტივად, შესაძლებელია FREQUENCY ფუნქციის მეშვეობით. თუმცა მანამდე უნდა დავადგინოთ ინტერვალები. დავუშვათ, მონაცემები მოცემულია A2:A20 უჯრებში: ასევე, დავუშვათ, რომ სიხშირული განაწილების აგება გვსურს 4 ინტერვალისთვის. შევიტანოთ ეს ინფორმაცია D2 უჯრაში, ხოლო D3 უჯრაში კი ჩავწეროთ ფორმულა ინტერვალის სიგრძის გამოსათვლელად ROUNDUP, MAX, ROUNDDOWN და MIN ფუნქციების გამოყენებით. D4 უჯრაში კი […]

1.1. მონაცემთა ტიპები. მონაცემთა რიცხობრივი და გრაფიკული წარმოდგენა

მონაცემები, რომელთა დამუშავება და ანალიზიც ხორციელდება სტატისტიკური მეთოდებით, შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ: რაოდენობრივი – ასეთი მონაცემები იძლევა ინფორმაციას რაიმეს რაოდენობის შესახებ. მაგალითად, სტუდენტთა რაოდენობები უნივერსიტეტის სალექციო ოთახებში დილის $ 9 $ საათზე, ავარიების დღიური რაოდენობები მთავარ ავტომაგისტრალზე სადღესასწაულო დღეებში, კერძების ფასები რესტორნის მენიუში, მოთამაშეთა სიმაღლეები საკალათბურთო გუნდში და ა.შ. კატეგორიული (იგივე ხარისხობრივი, თვისობრივი) – ასეთი […]