მედიანური ბმა
ინგლ. median linkage. იხ. საშუალო ბმა.
2. მონაცემთა განაწილების მარტივი მახასიათებლები

შესავალი მონაცემთა განაწილების საზომები რაოდენობრივად აღწერს მონაცემებს და იძლევა შემაჯამებელ წარმოდგენას ჩვენს ხელთ არსებულ პოპულაციასა ან შერჩევაზე. თავდაპირველად განვიხილავთ ე.წ. ცენტრალური ტენდენციის საზომებს, რომელშიც მოიაზრება ის სიდიდეები, რომელიც ახასიათებს მონაცემთა განლაგების, განაწილების ცენტრს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული საზომები მონაცემთა სიმრავლის ტიპური მნიშვნელობებია და ხშირად გამოიყენება საწყისი აღწერის განხორციელებისას. განასხვავებენ ცენტრალური ტენდენციის სამ საზომს: საშუალო მნიშვნელობას, […]
კლასტერის ცენტროიდი
ინგლ. cluster centroid
ცენტროიდული ბმა
ინგლ. centroid linkage
საშუალო ბმა
ინგლ. group average linkage
სრული ბმა
(ინგლ. complete linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე შორს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).
მხოლობითი ბმა
(ინგლ. single linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე ახლოს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).
იერარქიული დაჯგუფება
(ინგლ. hierarchical clustering): წარმოადგენს კლასტერული ანალიზის ერთ-ერთ მეთოდს. მისი მეშვეობით დაკვირვებები ეტაპობრივად ჯგუფდება კლასტერებში. დაჯგუფება იწყება ვიწრო კლასტერებში და გრძელდება მათი აგრეგირებით შედარებით ფართო კლასტერებში (იგივე “ქვემოდან-ზემოთ” მიდგომა).
ევკლიდური მანძილი
(ინგლ. euclidean distance): გამოიყენება რაოდენობრივ დაკვირვებათა შორის განსხვავებულობის (ან მსგავსების) გასაზომად. იგი გამოითვლება დაკვირვების კომპონენტებს შორის სხვაობათა კვადრატების ჯამიდან ფესვის ამოღებით.
კლასტერი
(ინგლ. cluster): იხ. კლასტერული ანალიზი.

