6. სრული ალბათობა. ბაიეზის წესი

შესავალი წინამდებარე თავი შედარებით მცირე ზომის იქნება, რადგან მხოლოდ ორი ახალი რამ უნდა განვიხილოთ: სრული ალბათობა და ბაიეზის წესი. ორივე მათგანი, ძირითადად, პირობითი ალბათობის ცნებას ეფუძნება და ამიტომ, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ, გირჩევთ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროთ პირობით ალბათობაში რას წარმოადგენს, ერთი მხრივ, პირობა და, მეორე მხრივ, ხდომილება, რომლის ალბათობასაც ვეძებთ ამ პირობით. მოვიყვანოთ მაგალითი, თუ […]
ტექსტის მაინინგი
ინგლ. text mining
დაკვირვება
ინგლ. observation
ასოცირების შედეგი
(ინგლ. consequent): ასოცირების წესის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება წინაპირობის ჭეშმარიტობის შემთხვევაში დამდგარ ფაქტს.
ასოცირების წინაპირობა
(ინგლ. antecedent): ის კრიტერიუმი ასოცირების წესში, რომელზე დაყრდნობითაც დგება შედეგი მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში (ტრანზაქციაში, შენაძენში).
სამომხმარებლო კალათის ანალიზი
(ინგლ. market basket analysis): მოიცავს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციათა შესწავლასა და დამუშავებას შეძენილი პროდუქტების მიხედვით.
ასოცირების ეფექტიანობა
(ინგლ. lift ratio): სიდიდე, რომელიც აფასებს რამდენად გამოსადეგია ასოცირების წესი ასოცირების შედეგის წინასწარმეტყველებისთვის მოცემულ წინაპირობაზე დაყრდნობით.
ასოცირების დასაჯერობა
(ინგლ. association confidence): სიდიდე, რომლითაც ფასდება რამდენად მოსალოდნელია ასოცირების წესით მოცემული წინაპირობის შემთხვევაში მოცემული შედეგის დადგომა.
მხარდამჭერი რაოდენობა
ინგლ. support count
ასოცირების წესები
(ინგლ. association rules): წესები, რომლებიც ეფუძნება პირობით განცხადებებს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან მიმართებაში. ისინი ალბათური ტიპის სტრუქტურის მქონეა და აღწერს წინაპირობასა და შედეგს შორის კავშირს.

