ასოცირების შედეგი
(ინგლ. consequent): ასოცირების წესის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება წინაპირობის ჭეშმარიტობის შემთხვევაში დამდგარ ფაქტს.
ასოცირების წინაპირობა
(ინგლ. antecedent): ის კრიტერიუმი ასოცირების წესში, რომელზე დაყრდნობითაც დგება შედეგი მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში (ტრანზაქციაში, შენაძენში).
ასოცირების ეფექტიანობა
(ინგლ. lift ratio): სიდიდე, რომელიც აფასებს რამდენად გამოსადეგია ასოცირების წესი ასოცირების შედეგის წინასწარმეტყველებისთვის მოცემულ წინაპირობაზე დაყრდნობით.
ასოცირების დასაჯერობა
(ინგლ. association confidence): სიდიდე, რომლითაც ფასდება რამდენად მოსალოდნელია ასოცირების წესით მოცემული წინაპირობის შემთხვევაში მოცემული შედეგის დადგომა.
ასოცირების წესები
(ინგლ. association rules): წესები, რომლებიც ეფუძნება პირობით განცხადებებს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან მიმართებაში. ისინი ალბათური ტიპის სტრუქტურის მქონეა და აღწერს წინაპირობასა და შედეგს შორის კავშირს.
აბსოლუტური ცდომილება
(ინგლ. absolute error): სხვაობის აბსოლუტური სიდიდე დაკვირვებასა და რაიმე მოდელით შეფასებულ მნიშვნელობას შორის.