2.3. როდის ავირჩიოთ ცენტრალური ტენდენციის საზომად საშუალო მნიშვნელობა, მედიანა ან მოდა?

გადაწყვეტილება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი ფაქტორია თავად მონაცემთა ტიპი, კერძოდ, რაოდენობრივია იგი თუ თვისობრივი. როგორც წესი, საშუალო მნიშვნელობა რაოდენობრივ მონაცემებთან გამოიყენება. მართლაც, თუ რომელიმე ორგანიზაციაში სამუშაო გარემოს კვლევისას თანამშრომელ ქალებს 2-ით აღვნიშნავთ, ხოლო მამაკაცებს – 1-ით, მაშინ ცხადია, კოლექტივის საშუალო არითმეტიკულის მნიშვნელობა ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ამ შემთხვევაში მოდა უფრო ნათელ პასუხს გვეტყვის გენდერულ ბალანსზე, რადგან […]

2.2. ცენტრალური ტენდენციის მახასიათებელები: მედიანა და მოდა

დავუბრუნდეთ ზემოთ განხილულ მაგალითს ბათუმში ბინების ქირის ფასის შესახებ. დავუშვათ, მოყვანილ მონაცემებში უძრავი ქონების აგენტს გამორჩა ერთი ბინის ქირა $4620$ ლარის ოდენობით: $$910, 950, 950, 980, 1020, 1070, 4620$$ ამის გათვალისწინებით საშუალო ქირა ბევრად მეტი, $1500$ ლარი გამოდის: $$ \frac{910+950+950+980+1020+1070+4620}{7}=1500$$ თუმცა, ეს რიცხვი უკვე ფასებზე არასწორი წარმოდგენის მომცემია: ფაქტიურად, არსებულ ბინებში მხოლოდ ერთს გააჩნია $1500$ […]

2.1. ცენტრალური ტენდენციის მახასიათებელები: საშუალო მნიშვნელობა

წარმოვიდგინოთ, რომ გვსურს ბათუმში ერთოთახიანი ბინის დაქირავება და ამ მიზნით მივაკითხეთ უძრავი ქონების აგენტს. ბუნებრივია, პირველი შეკითხვა, რომელიც დაგვებადება, ალბათ ფასის თაობაზე იქნება, კერძოდ, რას უდრის სასურველი ტიპის ბინის ქირა ბათუმში? ცხადია, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს ცალკეული ბინების დაქირავების ფასები და რეალურად მხოლოდ მათი რაიმე ზოგადი მახასიათებელი უფრო გვესაჭიროება, რათა წარმოდგენა შეგვექმნას ხარჯზე. სიდიდე, რომელიც ამ […]

2. მონაცემთა განაწილების მარტივი მახასიათებლები

შესავალი მონაცემთა განაწილების საზომები რაოდენობრივად აღწერს მონაცემებს და იძლევა შემაჯამებელ წარმოდგენას ჩვენს ხელთ არსებულ პოპულაციასა ან შერჩევაზე. თავდაპირველად განვიხილავთ ე.წ. ცენტრალური ტენდენციის საზომებს, რომელშიც მოიაზრება ის სიდიდეები, რომელიც ახასიათებს მონაცემთა განლაგების, განაწილების ცენტრს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული საზომები მონაცემთა სიმრავლის ტიპური მნიშვნელობებია და ხშირად გამოიყენება საწყისი აღწერის განხორციელებისას. განასხვავებენ ცენტრალური ტენდენციის სამ საზომს: საშუალო მნიშვნელობას, […]

1.2. რომელი ფუნქციები გამოიყენება სიხშირული განაწილებისთვის Google Sheets-ში?

Google Sheets-ში მონაცემთა სიხშირული განაწილების აგება, ყველაზე მარტივად, შესაძლებელია FREQUENCY ფუნქციის მეშვეობით. თუმცა მანამდე უნდა დავადგინოთ ინტერვალები. დავუშვათ, მონაცემები მოცემულია A2:A20 უჯრებში: ასევე, დავუშვათ, რომ სიხშირული განაწილების აგება გვსურს 4 ინტერვალისთვის. შევიტანოთ ეს ინფორმაცია D2 უჯრაში, ხოლო D3 უჯრაში კი ჩავწეროთ ფორმულა ინტერვალის სიგრძის გამოსათვლელად ROUNDUP, MAX, ROUNDDOWN და MIN ფუნქციების გამოყენებით. D4 უჯრაში კი […]

1.1. მონაცემთა ტიპები. მონაცემთა რიცხობრივი და გრაფიკული წარმოდგენა

მონაცემები, რომელთა დამუშავება და ანალიზიც ხორციელდება სტატისტიკური მეთოდებით, შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ: რაოდენობრივი – ასეთი მონაცემები იძლევა ინფორმაციას რაიმეს რაოდენობის შესახებ. მაგალითად, სტუდენტთა რაოდენობები უნივერსიტეტის სალექციო ოთახებში დილის $ 9 $ საათზე, ავარიების დღიური რაოდენობები მთავარ ავტომაგისტრალზე სადღესასწაულო დღეებში, კერძების ფასები რესტორნის მენიუში, მოთამაშეთა სიმაღლეები საკალათბურთო გუნდში და ა.შ. კატეგორიული (იგივე ხარისხობრივი, თვისობრივი) – ასეთი […]

1. სტატისტიკის საწყისი ცნებები

შესავალი სტატისტიკას უდიდესი გამოყენება აქვს თითქმის ყველა დარგში, მაგრამ მისი საჭიროება განსაკუთრებით ბიზნესსა და ეკონომიკაში ჩანს. საქმე იმაშია, რომ ბიზნესსა და ეკონომიკაში მენეჯერული გადაწყვეტილებები ხშირად მიიღება ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც არასრულია, ანუ – გაურკვევლობის პირობებში. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წინაშე დგას კითხვა უნდა გაფართოვდეს თუ არა კომპანია ახალ რეგიონებში, ან უნდა შეიზღუდოს თუ […]