ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

პარამეტრი

ინგლ. parameter

პარამეტრი წარმოადგენს პოპულაციის ან მოდელის რიცხვითი მახასიათებლების ზოგად სახელწოდებას. მაგალითად, პარამეტრებია პოპულაციური დისპერსია ან პუასონის განაწილების მოდელში საშუალო მნიშვნელობა.

თუკი პოპულაციის ნაცვლად ხელთ გვაქვს შერჩევის რაიმე რიცხვითი მახასიათებელი, მაშინ მას სტატისტიკურ მაჩვენებელს უწოდებენ.