ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

სტატისტიკური მაჩვენებელი

ინგლ. statistic

სტატისტიკური მაჩვენებელი წარმოადგენს ზოგად სახელწოდებას შერჩევის რიცხვითი მახასიათებლებისა. მაგალითად, შერჩევითი საშუალო, ან შერჩევითი სტანდარტული გადახრა სტატისტიკური მაჩვენებელებია.

თუკი შერჩევის ნაცვლად ხელთ გვაქვს პოპულაციის რაიმე მახასიათებელი, მაშინ ის პარამეტრს წარმოადგენს.