
Grant-Issuing Entity: Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia
Project ID: FR-23-20196
Project Duration: 19.12.2023 – 19.12.2026
The project focuses on scientific research regarding skill mismatches in Georgia’s labor market. The objectives of the project are:
1. Identifying the professional skills demanded by employers in Georgia,
2. Determining the role of higher education in skill management, and
3. Identifying the issue of overeducation and finding ways to mitigate it in Georgia.
This research project represents the first study on overeducation and more specific mismatches in Georgia’s labor market, where many highly educated individuals are employed in low-skilled jobs that do not require university-level skills. Within the scope of the project, skill mismatches will be assessed based on employers’ demands, the role of universities in addressing skill-related challenges will be determined, and pathways to reduce excessive education will be identified. The results of the research will be periodically shared with relevant government departments, including those responsible for education and science, as well as economic and sustainable development, and a monograph will be provided at the conclusion of the research.
The project team includes:
Research papers prepared within the project are presented and discussed at conferences held in Georgia and abroad.
On September 27-28, 2024, the 5th International Scientific Conference “Education, Research, Practice” was held at Telavi State University named after Iakob Gogebashvili. The conference aimed to create a platform for discussion among academics, researchers, and educators, enabling knowledge and experience sharing, addressing existing challenges, and more. At this conference, the project’s researchers presented a paper titled “The Role of Higher Education in Reducing the Mismatch Between Graduate Skills and Employer Expectations” (https://doi.org/10.52340/erp.2024.05.34).
გრანტის გამცემი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ID: FR-23-20196
პროექტის ხანგრძლივობა: 19.12.2023 – 19.12.2026
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის საკითხის სამეცნიერო შესწავლას. პროექტის ამოცანებია:
1. საქართველოში დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიული უნარების იდენტიფიცირება,
2. უმაღლესი განათლების როლის დადგენა უნარების მართვაში, და
3. ჭარბგანათლების საკითხის გამოვლენა და მისი შემცირების გზების მოძიება საქართველოში.
ეს სამეცნიერო პროექტი წარმოადგენს პირველ კვლევას ჭარბგანათლებასა და უფრო კონკრეტულად, შრომის შეუსაბამობაზე საქართველოში, სადაც ბევრი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი დასაქმებულია დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე, რომლებიც არ მოითხოვს უნივერსიტეტში მიღებულ უნარებს. პროექტის ფარგლებში უნარების შეუსაბამობა შეფასდება დამსაქმებლების მოთხოვნების საფუძველზე, განისაზღვრება უნივერსიტეტების როლი უნარებთან დაკავშირებული გამოწვევების გადაწყვეტაში და გამოვლინდება ჭარბგანათლების შემცირების გზები. კვლევის შედეგები პერიოდულად წარედგინება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს, ხოლო კვლევის დასრულებისას მომზადდება მონოგრაფია.
პროექტის გუნდი შედგება:
პროექტის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები წარედგინება და განიხილება საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ კონფერენციებზე.
2024 წლის 27-28 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, კვლევა, პრაქტიკა.“ კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერების, მკვლევარებისა და პედაგოგებისთვის დისკუსიის პლატფორმის შექმნა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევების განხილვა და სხვ. აღნიშნულ კონფერენციაზე პროექტის მკვლევარებმა წარადგინეს ნაშრომი: „უმაღლესი განათლების როლი კურსდამთავრებულთა უნარებსა და დამსაქმებლის მოლოდინებს შორის შეუსაბამობის შემცირებაში“ (https://doi.org/10.52340/erp.2024.05.34).