თანხვედრის კოეფიციენტი გამოიყენება იმ დაკვირვებათა შორის მანძილის გასაზომად, რომელთა კომპონენტები (ცვლადები) კატეგორიული ტიპისაა. იგი გამოითვლება როგორც ფარდობა თანმხვედრი კომპონენტების რაოდენობისა კომპონენტების სრულ რაოდენობასთან.
მაგალითად, თუკი ერთი დაკვირვებაა \( x= \) (“არა”,1,”დიახ”,”ქალი”), ხოლო მეორე კი – \( y= \) (“არა”,2,”დიახ”,”მამაკაცი”), მაშინ თანხვედრის კოეფიციენტი იქნება \( 2/4 \), რადგან ამ დაკვირვებებში პირველი და მესამე კომპონენტები ერთნაირი სიდიდეებია.
თანხვედრის კოეფიციენტის ერთგვარ ნაკლს წარმოადგენს ის, რომ ეს კოეფიციენტი ნულოვან კომპონენტებს დაკვირვებათა მსგავსების მანიშნებლად აღიქვამს. მაგალითად, თუკი ორ მოხმარებელზე დაკვირვებებში ერთ-ერთი კომპონენტი აღწერს ინფორმაციას აქვს თუ არა მომხმარებელს განვადება, თანმხვედრი მნიშვნელობა 0 (ანუ “არა”) მაინც არ მიუთითებს სრულ მსგავსებაზე: შესაძლოა პირველ მომხმარებელს სამაგიეროდ ჰქონდეს იპოთეკური სესხი, ხოლო მეორეს კი – ავტო სესხი. ამ ნაკლის კომპენსირებას ნაწილობრივ ახდენს ჯაკარდის კოეფიციენტი.