საშუალოებით დაჯგუფება წარმოადგენს კლასტერული ანალიზის ერთ-ერთ მეთოდს. იერარქიული დაჯგუფებისგან განსხვავებით, იგი ეფუძნება წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული რაოდენობის კლასტერებს (პირობითად k ცალ კლასტერს).
დაჯგუფება იწყება თითოეულ კლასტერში, შემთხვევითი წესით, დაკვირვებათა მოთავსებით და მიღებულ კლასტერთა ცენტროიდების გამოთვლით. ამ ცენტროიდებთან ყველაზე ახლოს მდგარი დაკვირვებები ხელმეორედ გადანაწილდება კლასტერებში და დაითვლება ახალი ცენტროიდები. პროცედურა მეორდება რამდენჯერმე მანამ, სანამ ერთ-ერთი კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება:
- კლასტერების შემადგენლობა აღარ იცვლება ან
- იტერაციების რაოდენობა აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს.