PERIODICALS

Under construction.

ასოცირების დასაჯერობა

(ინგლ. association confidence): სიდიდე, რომლითაც ფასდება რამდენად მოსალოდნელია ასოცირების წესით მოცემული წინაპირობის შემთხვევაში მოცემული შედეგის დადგომა.

მეტი »

ასოცირების ეფექტიანობა

(ინგლ. lift ratio): სიდიდე, რომელიც აფასებს რამდენად გამოსადეგია ასოცირების წესი ასოცირების შედეგის წინასწარმეტყველებისთვის მოცემულ წინაპირობაზე დაყრდნობით.

მეტი »

ასოცირების შედეგი

(ინგლ. consequent): ასოცირების წესის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება წინაპირობის ჭეშმარიტობის შემთხვევაში დამდგარ ფაქტს.

მეტი »

ასოცირების წესები

(ინგლ. association rules): წესები, რომლებიც ეფუძნება პირობით განცხადებებს მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან მიმართებაში. ისინი ალბათური ტიპის სტრუქტურის მქონეა და აღწერს წინაპირობასა და შედეგს შორის კავშირს.

მეტი »

ასოცირების წინაპირობა

(ინგლ. antecedent): ის კრიტერიუმი ასოცირების წესში, რომელზე დაყრდნობითაც დგება შედეგი მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში (ტრანზაქციაში, შენაძენში).

მეტი »

დოკუმენტი

(ინგლ. document): ტექსტის მაინინგის პროცესში ანალიზის ცალკეული ობიექტი, ტექსტური ერთეული.

მეტი »

ევკლიდური მანძილი

(ინგლ. euclidean distance): გამოიყენება რაოდენობრივ დაკვირვებათა შორის განსხვავებულობის (ან მსგავსების) გასაზომად. იგი გამოითვლება დაკვირვების კომპონენტებს შორის სხვაობათა კვადრატების ჯამიდან ფესვის ამოღებით.

მეტი »

იერარქიული დაჯგუფება

(ინგლ. hierarchical clustering): წარმოადგენს კლასტერული ანალიზის ერთ-ერთ მეთოდს. მისი მეშვეობით დაკვირვებები ეტაპობრივად ჯგუფდება კლასტერებში. დაჯგუფება იწყება ვიწრო კლასტერებში და გრძელდება მათი აგრეგირებით შედარებით ფართო კლასტერებში (იგივე “ქვემოდან-ზემოთ” მიდგომა).

მეტი »

კლასტერული ანალიზი

(ინგლ. cluster analysis): დაკვირვებათა დაჯგუფების პროცესი, რომლის მეშვეობითაც, მოგროვებულ მონაცემებსა და მათ შორის მსგავსების (ან განსხვავებულობის) წესზე დაყრდნობით, ჯგუფში ხვდება მსგავსი დაკვირვებები. ამ ჯგუფებს კლასტერები ეწოდება.

მეტი »

მარკირება

ინგლ. tokenization. ტექსტის მაინინგის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი, რომლის დროსაც დასამუშავებელი ტექსტური ინფორმაცია აღიწერება სინონიმების ცნებაზე დაყრდნობით, საერთო განზოგადებული ტერმინების (მარკერების) საშუალებით.

მეტი »

მხოლობითი ბმა

(ინგლ. single linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე ახლოს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).

მეტი »

სრული ბმა

(ინგლ. complete linkage): კლასტერულ ანალიზში იერარქიული დაჯგუფების მეთოდი, რომლის მიხედვით ორი კლასტერის გაერთიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსგავსია ყველაზე შორს მდგარი ორი დაკვირვება (თითო დაკვირვება თითოეული კლასტერიდან).

მეტი »

ტერმინების სიხშირული მატრიცა

(ინგლ. frequency term-document matrix) ცხრილი, რომელიც აიგება ტექსტის მაინინგის პროცესში და ასახავს სხვადასხვა ტერმინის სიხშირეს (ტერმინის განმეორებათა რაოდენობას) ტექსტურ ერთეულებში (დოკუმენტებში).

მეტი »