2.5. რომელი ფუნქციები გამოიყენება მონაცემთა მარტივი მახასიათებლების გამოსათვლელად Google Sheets-ში?
საშუალო არითმეტიკულის გამოსათვლელად Google Sheets გვთავაზობს AVERAGE ფუნქციას. დავუშვათ, მონაცემები მოცემულია A2:A11 უჯრებში: A13 უჯრაში ჩავწეროთ ფუნქციის სახელწოდება, გავსხნათ ფრჩხილი და მოვნიშნოთ ის უჯრები, რომელთა გასაშუალოებაც გვსურს. დავხუროთ ფრჩხილი და Enter კლავიშზე დაჭერით გამოჩნდება შედეგი: მედიანის გამოსათვლელად გამოიყენება MEDIAN ფუნქცია: მოდა ითვლება რამდენიმე ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული ფუნქციით. MODE და MODE.SNGL ფუნქცია მონიშნულ უჯრებში პოულობს მხოლოდ ერთ მოდას […]
2.4. კვარტილები. გაბნევისა და კვარტილური დიაპაზონი
განვიხილოთ მონაცემთა განლაგების კიდევ ერთი საზომი – კვარტილები. ისინი არ ახასიათებს განაწილების ცენტრს, თუმცა, წარმოადგენს მნიშვნელოვან სიდიდეებს მთლიანი განაწილების დასახასიათებლად. როგორც ვიხილეთ, მედიანა მონაცემთა დალაგებულ მწკრივს ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. კვარტილები, ფაქტიურად, სწორედ ამ თანაბარი ნაწილების მედიანებია, ანუ ისინი ამ თანაბარ ნაწილებს, თავის მხრივ, კიდევ ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს. მონაცემთა სიმრავლის პირველი კვარტილი (აღინიშნება $ Q_1 […]
2.3. როდის ავირჩიოთ ცენტრალური ტენდენციის საზომად საშუალო მნიშვნელობა, მედიანა ან მოდა?
გადაწყვეტილება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი ფაქტორია თავად მონაცემთა ტიპი, კერძოდ, რაოდენობრივია იგი თუ თვისობრივი. როგორც წესი, საშუალო მნიშვნელობა რაოდენობრივ მონაცემებთან გამოიყენება. მართლაც, თუ რომელიმე ორგანიზაციაში სამუშაო გარემოს კვლევისას თანამშრომელ ქალებს 2-ით აღვნიშნავთ, ხოლო მამაკაცებს – 1-ით, მაშინ ცხადია, კოლექტივის საშუალო არითმეტიკულის მნიშვნელობა ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ამ შემთხვევაში მოდა უფრო ნათელ პასუხს გვეტყვის გენდერულ ბალანსზე, რადგან […]
2.2. ცენტრალური ტენდენციის მახასიათებელები: მედიანა და მოდა
დავუბრუნდეთ ზემოთ განხილულ მაგალითს ბათუმში ბინების ქირის ფასის შესახებ. დავუშვათ, მოყვანილ მონაცემებში უძრავი ქონების აგენტს გამორჩა ერთი ბინის ქირა $4620$ ლარის ოდენობით: $$910, 950, 950, 980, 1020, 1070, 4620$$ ამის გათვალისწინებით საშუალო ქირა ბევრად მეტი, $1500$ ლარი გამოდის: $$ \frac{910+950+950+980+1020+1070+4620}{7}=1500$$ თუმცა, ეს რიცხვი უკვე ფასებზე არასწორი წარმოდგენის მომცემია: ფაქტიურად, არსებულ ბინებში მხოლოდ ერთს გააჩნია $1500$ […]
2.1. ცენტრალური ტენდენციის მახასიათებელები: საშუალო მნიშვნელობა
წარმოვიდგინოთ, რომ გვსურს ბათუმში ერთოთახიანი ბინის დაქირავება და ამ მიზნით მივაკითხეთ უძრავი ქონების აგენტს. ბუნებრივია, პირველი შეკითხვა, რომელიც დაგვებადება, ალბათ ფასის თაობაზე იქნება, კერძოდ, რას უდრის სასურველი ტიპის ბინის ქირა ბათუმში? ცხადია, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს ცალკეული ბინების დაქირავების ფასები და რეალურად მხოლოდ მათი რაიმე ზოგადი მახასიათებელი უფრო გვესაჭიროება, რათა წარმოდგენა შეგვექმნას ხარჯზე. სიდიდე, რომელიც ამ […]
2. მონაცემთა განაწილების მარტივი მახასიათებლები

შესავალი მონაცემთა განაწილების საზომები რაოდენობრივად აღწერს მონაცემებს და იძლევა შემაჯამებელ წარმოდგენას ჩვენს ხელთ არსებულ პოპულაციასა ან შერჩევაზე. თავდაპირველად განვიხილავთ ე.წ. ცენტრალური ტენდენციის საზომებს, რომელშიც მოიაზრება ის სიდიდეები, რომელიც ახასიათებს მონაცემთა განლაგების, განაწილების ცენტრს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული საზომები მონაცემთა სიმრავლის ტიპური მნიშვნელობებია და ხშირად გამოიყენება საწყისი აღწერის განხორციელებისას. განასხვავებენ ცენტრალური ტენდენციის სამ საზომს: საშუალო მნიშვნელობას, […]